რას ნიშნავს თირკმლის ტკივილი?
თირკმლის ტკივილი არის დისკომფორტი, უსიამოვნო შეგრძნება თირკმლის არეში.
პაციენტს აწუხებს სხვადასხვა სიმპტომი, თუმცა ყველაზე გავრცელებულია შემდეგი:
- მუდმივი, ყრუ ტკივილი ზურგის არეში;
- ტკივილი გვერდებში, ნეკნის ქვეშ ან მუცლის არეში;
- ერთგვარი ტალღისებრი, მწვავე ან მჭრელი ტკივილი;
- ტკივილი, რომელიც ვრცელდება საზარდულის არეში.
გაითვალისწინეთ, თირკმლის ტკივილს ხშირად თან ერთვის გულისრევა ან ღებინება (განსაკუთრებით მაშინ თუ ტკივილი გამოწვეულია თირკმლის კენჭების გამო).
შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:
- თირკმლის კენჭები;
- შარდის შეკავება;
- ვეზიკოურეტერალური რეფლუქსი;
- მენჯ-შარდსადენი სეგმენტის ობსტრუქცია;
- შარდსაწვეთის არხის შევიწროება;
- თირკმლის ინფექცია;
- თირკმლის პოლიკისტური დაავადება;
- ტრავმა ან დაზიანება თირკმლის არეში და სხვა.
მიმართეთ ექიმს თუ მუდმივად გაწუხებთ თირკმლის ტკივილი ან გაქვთ ზურგის ტკივილი, რომელსაც რომელიმე ეს სიმპტომი ერთვის:
- სიცხე;
- გულისრევა ან ღებინება, რომლის გამოც გიჭირთ საკვების თუ სითხის მიღება;
- უჩვეულო შეფერილობის შარდი;
- ტკივილი მოშარდვის დროს;
- სისხლი შარდში;
- ხშირი შარდვის სურვილი;
- საერთო სისუსტე, ცუდად ყოფნის შეგრძნება.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/17688-kidney-pain