სველი თმით იძინებთ?

სველი თმით იძინებთ?

შეიძლება თუ არა სველი თმით დაძინება?

სველი თმით დაძინების შემთხვევაში სკალპსა თუ სახეზე ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების ჩამოყალიბებისთვის სასურველი გარემო იქმნება.

თმის ფუნქციაა:

  • კანის მექანიკური დაცვა (გარემოში არსებული რისკ-ფაქტორებისგან);
  • კანზე ზრდის მგრძნობელობით ფუნქციას;
  • ხელს უწყობს სხეულის ტემპერატურის რეგულირების უნარს.

რამდენიმე მიზეზი თუ რატომ არ უნდა დაიძინოთ სველი თმით:

  • გრილ ტემპერატურაში თავის კანი გაცილებით მეტ სითბოს კარგავს, შესაბამისად, სიცივის შეგრძნება წარმოიქმნება, რაც მშვიდად დაძინებაში შეგიშლით ხელს. უძილობა მავნებელია და პირველ რიგში უარყოფით კვალს ტოვებს გუნება-განწყობილებაზე;
  • რაც უფრო დიდხანს არის თმა სველი (თუნდაც მთელი ღამის განმავლობაში) მით უფრო მეტად იზრდება სოკოს წარმოქმნის რისკი. სოკო კანის ისეთი დაავადების ჩამოყალიბების წინაპირობაა როგორიცაა სებორეული დერმატიტი;
  • სველი თმის ფონზე თმის ცვენის, ასევე ქერტლის გამწვავების რისკი იზრდება;
  • როდესაც სველი თმით გძინავთ, ფოლიკულები ზიანდება. სწორედ ამის გამო ხდება თმა მტვრევადი;
  • აკნე წარმოიქმნება, როდესაც თმის ფოლიკულებში, კანქვეშ, ცხიმი გროვდება. სველი თმა ფორებში ბაქტერიის ზრდას უწყობს ხელს.

 

წყარო:   

https://www.medicalnewstoday.com/articles/is-it-bad-to-sleep-with-wet-hair#summary