ინფარქტის გამაფრთხილებელი სიმპტომები

ინფარქტის გამაფრთხილებელი სიმპტომები

როდესაც გულს აღარ მიეწოდება სისხლი, ინფარქტი ყალიბდება.

სისხლის ნორმალურად მიდინების პროცესი შესაძლოა შეფერხდეს რიგი ფაქტორების გამო - ცხიმის, ქოლესტეროლისა და სხვა ნივთიერებების დაგროვების შედეგად კორონარულ არტერიებში ფოლაქი ფორმირდება.

გულის შეტევის პირველივე ნიშნების დროს გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება! გახსოვდეთ, ეს არის საშიში პათოლოგია და პაციენტი სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში გულის შეტევის ნიშნები სრულიად მოულოდნელად ყალიბდება და ინტენსიური ხასიათისაა, თუმცა ზოგჯერ ნელა იწყება და სუსტი ტკივილითა თუ დისკომფორტით გამოიხატება.

მოუსმინეთ ორგანიზმს, დააკვირდით უჩვეულო სიმპტომებს და გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ შენიშნეთ შემდეგი:

  • ტკივილი გულმკერდის არეში;
  • დისკომფორტი ზედა სხეულის სხვა არეში (ტკივილი ან დისკომფორტი ერთ ან ორივე მკლავში, ზურგში, კისერში, ყბაში, ან კუჭში);
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • შესაძლოა სხვა ნიშნებიც გამოვლინდეს, მაგალითად, ცივი ოფლი, გულისრევა, გულის წასვლის შეგრძნება.

აღსანიშნავია, რომ სიმპტომები განსხვავებულია ქალისა და მამაკაცის ორგანიზმში, მაგალითად, საერთოა გულმკერდის ტკივილი, თუმცა ქალ პაციენტებში შესაძლოა ჩამოყალიბდეს სხვა ისეთი სიმპტომები, რომელიც ნაკლებადაა დამახასიათებელი ინფარქტთან (სუნთქვის უკმარისობა, გულისრევა/ღებინება და ზურგისა თუ ყბის ტკივილი).

 

 

 

 

წყარო:        

https://www.heart.org/en/health-topics/heart-attack/warning-signs-of-a-heart-attack