რა იწვევს მუცლის შებერილობას?
შებერილობის დროს ადამიანს აქვს შეგრძნება თითქოს მუცელი სავსე ჰქონდეს ან უჩივის ერთგვარ დაჭიმულობას.
მუცლის შებერილობისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- დიარეა;
- შეკრულობა;
- შეშუპება;
- ჭარბი აირები;
- სპაზმი;
- ბოყინი.
არაერთი მიზეზის ფონზე ყალიბდება. ყველაზე გავრცელებული რისკ-ფაქტორებია:
- დიდი რაოდენობით მარილიანი საკვები;
- ჭარბი ნახშირწყლები;
- დიდი რაოდენობით გაზიანი სასმელი.
რეგულარული შებერილობის გამომწვევი მიზეზებია:
- ცელიაკიის დაავადება;
- ლაქტოზის აუტანლობა;
- შეკრულობა;
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
- ჰორმონები (ციკლის წინ ან მენოპაუზის დროს);
- ჰელიკობაქტერ პილორის ინფექცია;
- ზოგიერთი მედიკამენტი (ერთგვარი გვერდითი მოვლენა);
- წონის მატება;
- სტრესი.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, სიმპტომი არ ალაგდა.
სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკას თუ შებერილობასთან ერთად უჩივით შემდეგ ნიშნებს:
- დიარეა;
- ქრონიკული ან მწვავე მუცლის ტკივილი;
- სისხლი განავალში;
- შეიცვალა კუჭის მოქმედების სიხშირე ან განავლის ფერი უჩვეულოა;
- უმიზეზოდ იკლებთ ან იმატებთ წონას;
- მადის დაქვეითება;
- უჩვეულოდ სწრაფად გრძნობთ დანაყრებას.
წყარო:
https://www.healthdirect.gov.au/bloating