როგორ მკურნალობენ ღვიძლის მწვავე უკმარისობას?

როგორ მკურნალობენ ღვიძლის მწვავე უკმარისობას?

ღვიძლის მწვავე უკმარისობა სწრაფად პროგრესირებადი დაავადებაა.

დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმში ღვიძლის ფუნქციონირების უნარი შეზღუდულია.

აუცილებელია დროული ჰოსპიტალიზირება, შესაბამისად, რიგი გართულებების (ძლიერი სისხლდენა, ტვინში წნევის მატება) თავიდან არიდება.

დიაგნოსტირების მეთოდებია:

  • სისხლის ანალიზი;
  • ღვიძლის ულტრაბგერითი კვლევა;
  • მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია ან ღვიძლისა და სისხლძარღვების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  • ღვიძლის ქსოვილის ბიოფსია.

თუ დიაგნოსტირების შედეგად დადასტურდა ღვიძლის მწვავე უკმარისობა, აუცილებელი იქნება პაციენტის ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში მოთავსება - კლინიკური შემთხვევიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს პაციენტის ღვიძლის ტრანსპლანტაციისთვის მომზადება.

როგორც წესი, მკურნალობის კურსი მოიცავს ორ მეთოდს:

  • მედიკამენტებით მართვა;
  • ღვიძლის ტრანსპლანტაცია.

მკურნალი ექიმი შეეცდება გარკვეული მეთოდებით აკონტროლოს/მართოს სიმპტომები და გაატაროს საპრევენციო ღონისძიებები, კერძოდ:

  • ტვინში ჭარბი სითხის შედეგად გამოწვეული მაღალი წნევის დაქვეითება;
  • ინფექციების სკრინინგი;
  • სისხლდენის პრევენცია;
  • ორგანიზმის მომარაგება საკვები ნივთიერებებით (ერთგვარი დანამატები, როდესაც პაციენტს უჭირს კვება).

 

 

წყარო:   

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/acute-liver-failure/diagnosis-treatment/drc-20352868