ცირკულატორული უკმარისობა

ცირკულატორული უკმარისობა

რა არის ცირკულატორული უკმარისობა?

როგორც წესი, ხშირად განიხილავენ მაღალ არტერიულ წნევას, თუმცა ზოგჯერ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ არანაკლებ საყურადღებოა დაბალი წნევა.

მწვავე დაავადების ან ძლიერი ტრავმისას სისხლის წნევა შეიძლება იმდენად დაეცეს, რომ ორგანიზმში ცირკულატორული უკმარისობა გამოიწვიოს. არტერიული წნევის დაცემისას უჯრედები ჟანგბადის ნაკლებობას განიცდის, ფაქტობრივად, შიმშილობს. ჟანგბადი კი აუცილებელია თითოეული უჯრედის სათანადო ფუნქციონირებისთვის. ხანგრძლივი დროით მიმდინარე ცირკულატორული უკმარისობის ფონზე ორგანოების მუშაობის უნარი ირღვევა. მოსალოდნელია ისეთი საშიში გართულება როგორიცაა ცირკულატორული შოკი.

დაბალი არტერიული წნევა შეიძლება გამოუვლინდეს ნებისმიერ ადამიანს - ხშირად, ისეთი უსიამოვნო სიმპტომით ჩნდება როგორიცაა ფეხზე წამოდგომისას თვალებში ვარსკვლავების მსგავსი გაელვება.

პაციენტი სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში შემდეგი სიმპტომების დროს:

  • დაბნეულობა;
  • აჩქარებული და ზედაპირული სუნთქვა;
  • უგონო მდგომარეობა;
  • ფერმკრთალი, წებოვანი კანი.

 

წყარო:

https://ispyphysiology.com/2018/12/05/circulatory-failure-when-blood-pressure-dips-too-low/