პურპურა - წითელი, იისფერი ან ყავისფერი გამონაყარი

პურპურა - წითელი, იისფერი ან ყავისფერი გამონაყარი

რა არის პურპურა?

როდესაც კანის ზედაპირის ქვეშ წვრილი სისხლძარღვებიდან სისხლი იჟონება პურპურა ყალიბდება - ამ პროცესის დროს კანზე შესამჩნევია წითელი, იისფერი ან ყავისფერი გამონაყარი.

ლაქები, ძირითადად, ჩნდება პირზე, ყელზე. პურპურასმიერი გამონაყარი სავსებით მოსალოდნელია აღიქმებოდეს როგორც სისხლჩაქცევის მსგავსი სისხლიანი ლაქა, კანქვეშ. ღია ფერის კანზე გამონაყარი არის წითელი ან იისფერი შეფერილობის, ხოლო მუქი ტონის შემთხვევაში ყავისფერი თუ შავია.

უშუალოდ პურპურა არ არის სამედიცინო მდგომარეობა, არამედ სხვა პათოლოგიის სიმპტომია.

ნებისმიერ ადამიანს შეიძლება გამოუვლინდეს პურპურა, თუმცა გაცილებით ხშირია ზრდასრულებში. თუ პურპურა ბავშვს აქვს მოსალოდნელია, რომ პატარა პაციენტი გაცილებით სწრაფად გამოჯანმრთელდეს და არც სპეციფიკური მკურნალობის კურსი დასჭირდეს.

თრომბოციტოპენიური პურპურას გამომწვევი მიზეზებია:

  • მედიკამენტი, რომელიც გავლენას ახდენს შედედებასა თუ თრომბოციტების ფუნქციონირებაზე;
  • იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა;
  • იმუნური თრომბოციტოპენია;
  • ინფექცია სისხლის მიმოქცევის სისტემაში;
  • ვირუსული ინფექციები;
  • ბაქტერიული ინფექცია;
  • ლუპუსი;
  • ძვლის ტვინის დაავადებები.

არათრომბოციტოპენიური პურპურას გამომწვევი მიზეზებია:

  • მედიკამენტი ან სტეროიდი, რომელიც გავლენას ახდენს შედედებასა თუ თრომბოციტების ფუნქციონირებაზე;
  • სისხლის შედედების დარღვევები;
  • ასაკისა თუ მზის გამო დასუსტებული სისხლძარღვები;
  • თანდაყოლილი მდგომარეობები;
  • C ვიტამინის დეფიციტი;
  • სისხლძარღვების ანთება.

ჩვეულებრივ, პურპურა არ იწვევს გართულებას, თუმცა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება შეუძლია პურპურას გამომწვევ მიზეზს (დაავადებას თუ მდგომარეობას, რის გამოც ეს სიმპტომია გამოვლენილი).

აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ შეამჩნიეთ სისხლჩაქცევები ან სისხლისმაგვარი ლაქები.

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/22695-purpura