ხვრინვა ხმაა, რომელსაც ადამიანი ძილში, სუნთქვის ნაწილობრივი გართულების გამო გამოსცემს.
ხვრინვა დისკომფორტს უქმნის პარტნიორსაც და ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში (თუ ქრონიკული ფორმა აქვს) სავსებით მოსალოდნელია ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესის ფონზე ჩამოყალიბდეს.
თუ ეს დისკომფორტი ხშირად გაწუხებთ, ნებისმიერი შესაძლო გართულების თავიდან არიდების მიზნითა და გამომწვევი მიზეზის დროული დიაგნოსტირებისთვის სასურველია მიმართოთ ექიმს.
ხვრინვა ყალიბდება არაერთი მიზეზის გამო, მაგალითად:
- ადამიანის პირისა და სინუსების ანატომია;
- ალკოჰოლის მოხმარება;
- ალერგია;
- ჭარბი წონა;
- გაციება;
- ოჯახური ანამნეზი;
- სასუნთქ გზებში სტრუქტურული დეფექტი.
ხვრინვისა და ძილის აპნოეს დიაგნოზი გაცილებით ხშირია მამაკაცებში.
თუ ხვრინვა ძილის ობსტრუქციულ აპნოესთანაა დაკავშირებული, იზრდება შემდეგი გართულებების რისკი:
- ძილიანობა დღის განმავლობაში;
- სიბრაზე, გაღიზიანება;
- კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
- მაღალი არტერიული წნევის, გულის პათოლოგიებისა და ინსულტის რისკი;
- ქცევითი პრობლემები;
- უძილობის გამო მომატებული საფრთხე ავტომობილის მართვის დროს.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/snoring/symptoms-causes/syc-20377694