სასარგებლო რჩევა.
მეტაბოლიზმი ორგანიზმს ეხმარება კალორიების დაწვასა და ენერგიად გარდაქმნაში.
მეტაბოლიზმის ფუნქციონირების უნარი, სიჩქარე დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე, ფიზიკური აქტივობის დონეზე, გენეტიკასა და სხვა ფაქტორებზე.
კალორია ორგანიზმს ენერგიით ამარაგებს. იგი აუცილებელია სუნთქვისთვის, საკვების მონელებისთვის, სისხლის სათანადოდ მიმოქცევისთვის, ჭრილობების ადვილად მოსაშუშებლად, აზროვნებისა და სხვა არაერთი უნარისთვის.
გენეტიკური ასპექტით განპირობებულ შემთხვევაში ადამიანს მისი გაკონტროლება არ შეუძლია, თუმცა გარკვეული სტრატეგიით ორგანიზმი კალორიას გაცილებით სწრაფად გადაამუშავებს.
ცნობილია, რომ აჩქარებული მეტაბოლიზმის ფონზე ადამიანი გაცილებით სწრაფად წვავს კალორიას და შესაბამისად, ზედმეტ კილოს იკლებს.
რეკომენდებულია:
- საკვები ერთსა და იმავე დროს მიირთვით;
- მკაცრი დიეტა დაუშვებელია, უნდა მიიღოთ საკმარისი კალორია;
- რაციონი გაამდიდრეთ ცილით;
- დალიეთ მწვანე ჩაი;
- სასარგებლოა ფიზიკური აქტივობა, ვარჯიშები, რომელიც ამკვრივებს კუნთს;
- უნდა მიიღოთ რეკომენდებული რაოდენობის წყალი;
- შეძლებისდაგვარად მოერიდეთ სტრესს;
- სასარგებლოა მშვიდი ძილი;
- ნელი მეტაბოლიზმის მიზეზი შესაძლოა იყოს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დეფიციტი, შესაბამისად, აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მდგომარეობის მართვა.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/323328#hypothyroidism