ვაგინალური სოკოვანი ინფექცია

ვაგინალური სოკოვანი ინფექცია

რა არის ვაგინალური სოკოვანი ინფექცია?

ვაგინალური სოკოვანი ინფექცია სოკოვანი ინფექციაა, რომელიც იწვევს გარკვეულ სიმპტომებს. ეს მდგომარეობა ცნობილია ვაგინალური კანდიდოზის სახელწოდებითაც.

ცხოვრების მანძილზე, მინიმუმ ერთხელ, ყოველი 4 ქალიდან სამს ეს დიაგნოზი უდასტურდება. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ჩნდება ორჯერ.

შესაბამისი მედიკამენტებით დაავადება ადვილად მართვადია, თუმცა თუ ანამნეზში ფიქსირდება განმეორებითი ეპიზოდები, ექიმი საჭიროდ ჩათვლის ხანგრძლივ კურსს.

ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • ვაგინასა და ვულვაში ქავილი და გაღიზიანება;
  • წვის შეგრძნება (განსაკუთრებით მოშარდვის ან ინტიმური კავშირის დროს);
  • ვულვის არეში სიწითლე და შეშუპება;
  • ვაგინალური ტკივილი;
  • გამონაყარი სასქესო არეში;
  • უსუნო, სქელი, თეთრი, ხაჭოსებრი გამონადენი;
  • თხიერი გამონადენი.

მიმართეთ ექიმს თუ:

  • პირველად გამოგივლინდათ ვაგინალური სოკოვანი ინფექციის სიმპტომები;
  • ზუსტად არ იცით სიმპტომები ინფექციის გამო გამოვლინდა თუ არა;
  • სოკოს საწინააღმდეგო კრემებისა თუ სხვა საშუალებების გამოყენების მიუხედავად არ ალაგდა სიმპტომები;
  • პარალელურად ჩამოყალიბდა სხვა ნიშნებიც.

როგორც წესი, ვაგინალური სოკოვანი ინფექციის გამომწვევი მიზეზია სოკო კანდიდა.

ვაგინალური სოკოვანი ინფექციის რისკი იზრდება შემდეგი ფაქტორების გამო:

  • ანტიბიოტიკების მოხმარება;
  • ესტროგენის მაღალი დონე;
  • არ მკურნალობთ დიაბეტს, არ ხდება დაავადების ადეკვატური მართვა;
  • დაქვეითებული იმუნიტეტი.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/yeast-infection/symptoms-causes/syc-20378999