რა არის აბსცესი?

რა არის აბსცესი?

რატომ ჩნდება აბსცესი, რა უნდა იცოდეთ გამომწვევი მიზეზის შესახებ?

აბსცესი შემოფარგლული ჩირქგროვაა, რომელიც შესაძლოა გაჩნდეს სხეულის ნებისმიერ არეში.

რამდენიმე ტიპის აბსცესი არსებობს.

როგორც წესი, კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში გამომწვევი მიზეზია ბაქტერიული ინფექცია - პათოლოგიის მკურნალობის მეთოდი ჩირქის ქირურგიული დრენირებაა.

ინფექციის დროს ორგანიზმის იმუნური სისტემა თავდაცვის რეჟიმზე გადადის. ლეიკოციტები ინფიცირებული მიდამოსკენ მიემართებიან და დაზიანებულ ქსოვილთან გროვდებიან, ერთდებიან. ეს გროვა ანთებად იქცევა, რომელიც საბოლოოდ ჯიბედ ფორმირდება. შედეგად ჯიბე ჩირქით ივსება, ანუ ყალიბდება აბსცესი.

ჩირქი შედგება ცოცხალი ან მკვდარი ლეიკოციტებისგან, სითხისგან, მკვდარი ქსოვილისა და მიკრობებისგან.

ვიზუალურად დაზიანებულ არეში შესაძლოა შენიშნოთ სიწითლე, შეშუპება და ამობურცულობა ზედაპირზე ყვითელი ან თეთრი ჩირქით. მოსალოდნელია პაციენტს აწუხებდეს ტკივილი, აბსცესის არეში შეხებისას გრძნობდეს სითბოს, განუვითარდეს სიცხე.

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22876-abscess