რა სიმპტომები ვლინდება მაშინ, როდესაც ორგანიზმში ზედმეტი მარილია?
ორგანიზმისთვის მავნებელია როგორც ჭარბი დოზით მარილი, ისე მისი დეფიციტი.
სხეულს მარილი (ჯანმრთელობისთვის ადეკვატური დოზით) ესაჭიროება სხვადასხვა მიზნით, მაგალითად, კუნთების გასაკონტროლებლად, სითხის ბალანსის შესანარჩუნებლად, თუმცა ფაქტია, რომ ბევრი ადამიანი რეკომენდებულ დოზაზე მეტ მარილს მოიხმარს; ზოგიერთ ადამიანს ეჩვენება კიდეც, ანუ აქვს შეგრძნება თითქოს რომელიმე კერძს მარილი აკლია.
თუ ეს სიმპტომები შენიშნეთ, სავარაუდოდ, ბევრ მარილიან პროდუქტს მიირთმევთ:
- შეშუპება თვალების გარშემო, შესიება თითებისა და ტერფის არეში;
- ძლიერი წყურვილის შეგრძნება;
- ხშირი შარდვა, შარდის ფერი მუქია და სითხე შესქელებული;
- გემრიელად აღარ გეჩვენებათ ჯანსაღი პროდუქტები;
- კუნთების ხშირი სპაზმი.
წყარო:
https://www.muscleandfitness.com/nutrition/7-signs-you-re-eating-too-much-salt/