განგრენა - გამომწვევი მიზეზები

განგრენა - გამომწვევი მიზეზები

რატომ ყალიბდება განგრენა?

განგრენა წარმოადგენს ორგანიზმის ქსოვილების სიკვდილს.

გამომწვევი მიზეზებია:

  •  სისხლის მიმოქცევის უკმარისობა;
  •  ბაქტერიული ინფექცია;
  •  ტრავმა, დაზიანება.

განგრენის რისკი იზრდება შემდეგი ფაქტორების ფონზე:

  •  დიაბეტი;
  •  სისხლძარღვის დაავადება;
  •  ძლიერი დაზიანება/ტრავმა;
  •  თამბაქო;
  •  ჭარბი წონა;
  •  იმუნოსუპრესია;
  •  ინექციები (იშვიათ კლინიკურ შემთხვევაში).

თუ დროულად არ უმკურნალებთ, განგრენის გამო შესაძლოა სერიოზული

გართულებები ჩამოყალიბდეს. ბაქტერია სწრაფად გავრცელდება სხვა ქსოვილებსა და ორგანოებში. პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად შესაძლოა აუცილებელი გახდეს რომელიმე ორგანოს, სხეულის ნაწილის ამპუტაცია.

განგრენის სამკურნალოდ საჭიროა მკვდარი ქსოვილების ქირურგიული ამოკვეთა, ეფექტურია ანტიბიოტიკური და ჰიპერბარიული ჟანგბადის თერაპია. გამოჯანმრთელების პროგნოზი გაცილებით მაღალია იმ კლინიკურ შემთხვევებში, როდესაც მკურნალობის კურსი დროულად იწყება.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/gangrene/symptoms-causes/syc-20352567