პერიტონიტი პერიტონეუმის ანთებაა.
პერიტონეუმი ქსოვილისებრი მემბრანა, გარსია, რომელიც გარს აკრავს მუცლის შიდა კედელს და ფარავს მუცლის ღრუში მდებარე ორგანოებს.
იგი წარმოადგენს ბაქტერიულ ან სოკოვან ინფექციას - მედიკოსები ერთმანეთისგან განასხვავებენ სპონტანურ ბაქტერიულ პერიტონიტსა და მეორეულ პერიტონიტს.
პათოლოგია მოითხოვს გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას, რადგან თუ დროულად არ უმკურნალებთ, ორგანიზმში განვითარდება სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია.
დაუკავშირდით მედიკოსს, გაიარეთ ექიმის კონსულტაცია თუ გაქვთ ძლიერი მუცლის ტკივილი, შებერილობა ან სისავსის შეგრძნება, ან მუცელი შერბილებულია და ამ ნიშნებს თან ახლავს შემდეგი სიმპტომები:
- სიცხე;
- ღებინება;
- კუჭის პრობლემები;
- შარდი შემცირებულია;
- წყურვილის შეგრძნება;
- გიჭირთ კუჭის მოქმედება ან ორგანიზმის აირებისგან დაცლა.
დაუკავშირდით ექიმს თუ პერიტონეალურ დიალიზზე ხართ და დიალიზის სითხეს აღენიშნება შემდეგი:
- უჩვეულო ფერია ან მღვრიე;
- აქვს თეთრი ლაქები;
- უჩვეულო სუნი.
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება შემდეგი სიმპტომების დროს:
- გაქვთ მუცლის ძლიერი, მწვავე ტკივილი;
- ტრავმის თუ ავარიის შემდეგ გაწუხებთ ტკივილი მუცლის არეში.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/peritonitis/symptoms-causes/syc-
20376247