როგორ დავიცვათ ტვინი ტრავმისგან?
თავის ტვინის ტრავმული დაზიანების მიზეზი თავის არეში მექანიკური ზემოქმედებაა (დარტყმა, წაქცევა, სპორტული ტრავმა, ავარია და სხვა).
თუ ტრავმა მსუბუქი ფორმისაა, დროებით ზიანდება ტვინის უჯრედები, ხოლო სერიოზული, მძიმე ტრავმისას ვითარდება სახიფათო სიმპტომები (სისხლჩაქცევა, ქსოვილების გახლეჩვა, სისხლდენა, ტვინის სხვა სახის ფიზიკური დაზიანება). სამწუხაროდ, ზოგჯერ ტრავმა იმდენად მწვავეა შეუძლებელი ხდება პაციენტის გადარჩენა.
თავის ტვინის ტრავმული დაზიანების დროს პაციენტს აწუხებს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური სიმპტომები.
გარკვეული მეთოდებით მინიმუმამდე მცირდება ტვინის დაზიანების რისკი.
რეკომენდებულია:
- ისარგებლეთ ღვედით, ჩაფხუტით;
- ავტომობილით მგზავრობისას ბავშვი უნდა მოთავსდეს სპეციალურ სავარძელში;
- დაუშვებელია ავტომობილის მართვა ნასვამ მდგომარეობაში;
- ნუ დაჯდებით საჭესთან თუ იღებთ ისეთ მედიკამენტს, რომელიც ადეკვატურად მართვაში შეგიშლით ხელს;
- საჭესთან დაუშვებელია მობილურის შემოწმება, ყურადღების გადატანა;
- ყურადღების გამოჩენას ვთხოვთ ქვეითებსაც - ნუ გაეცნობით შეტყობინებებს გზის გადაკვეთის დროს და სხვა;
- ხანდაზმულები გარკვეული მეთოდებით უნდა მოერიდნონ წაქცევას (სასურველია სახლში გქონდეთ მოაჯირები, სააბაზანოში დაფინეთ მოცურების საწინააღმდეგო ხალიჩა, ოთახებში უნდა იყოს საკმარისი სინათლე კარგი ხილვადობისთვის, რეგულარულად მიმართეთ ექიმს მხედველობის უნარის შესამოწმებლად, შეძლებისდაგვარად იყავით ფიზიკურად აქტიური, ანუ გაიმკვრივეთ კუნთები);
- დაიცავით ბავშვების უსაფრთხოება, მოარიდეთ თავის ტრავმას (კიბის ბოლოს უნდა გქონდეთ ერთგვარი ჭიშკარი/დამცავი ღობე, საფეხურებზე ნუ დააწყობთ ნივთებს, ფანჯრები და აივანი შეფუთეთ დამცავი საშუალებით, პატარა უნდა გაერთოს უსაფრთხო სათამაშო მოედანზე და სხვა).
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/traumatic-brain-injury/symptoms-
causes/syc-20378557