ღამის ოფლიანობა - რამდენიმე მეთოდი, რომელიც დისკომფორტის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ

ღამის ოფლიანობა - რამდენიმე მეთოდი, რომელიც დისკომფორტის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ

რამდენიმე სასარგებლო რჩევა.

ფაქტია - ყველა ადამიანი ოფლიანობს და სხეულიდან ოფლის გამოყოფა ნორმალური პროცესი, ტემპერატურის მიმართ ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა.

ხშირად ღამის ოფლიანობის მიზეზი გარემო ფაქტორებია, თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში არაერთი მდგომარეობისა თუ დაავადების (ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი, მენოპაუზა, რევმატოიდული ართრიტი, გულის პათოლოგიები, სიმსუქნე, სტრესი, ძილის წინ ალკოჰოლის მიღება,ზედმეტად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი და სხვა) სიმპტომია.

თუ ღამის ოფლიანობა ქრონიკულად გაწუხებთ და გატარებული სამკურნალო ღონისძიებების ფონზე მდგომარეობა მაინც არ გაუმჯობესდა, გირჩევთ მიმართოთ ექიმს და დაადგინოთ გამომწვევი მიზეზი.

ღამის ოფლიანობის შესამცირებლად გირჩევთ:

  •  ჩაიცვით მსუბუქი ღამის პერანგი, სამოსი უნდა იყოს თავისუფალი, კანი სუნთქავდეს;
  •  ძილის წინ მოერიდეთ კოფეინს, ალკოჰოლს, ცხარე საკვებს;
  •  ვიდრე დაიძინებთ ცივი წყალი დალიეთ;
  •  საძინებელი გაანიავეთ;
  •  სხეული მოადუნეთ, შეძლებისდაგვარად მოერიდეთ სტრესულ გარემოს;
  •  გვიან საღამოს მოერიდეთ ვარჯიშს, ფიზიკურ დატვირთვას.

წყარო:
https://www.vanshomecenter.com/blog/beat-night-sweats