შარდის ბუშტის კენჭები - დიაგნოსტირება და მკურნალობა

შარდის ბუშტის კენჭები - დიაგნოსტირება და მკურნალობა

დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები.

დიაგნოსტირებისთვის მოწოდებულია:

  •  პაციენტის ფიზიკური გასინჯვა;
  •  შარდის ანალიზი;
  •  კომპიუტერული ტომოგრაფია;
  •  ულტრაბგერა;
  •  რენტგენი.

მკურნალობის მეთოდები

თუ კენჭი მცირე ზომისაა, სავსებით შესაძლებელია ორგანიზმიდან გამოიდევნოს დიდი რაოდენობით წყლის მიღების გზით (ბუნებრივად).

მკურნალობის ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია კენჭის დაშლა თანამედროვე ენდოსკოპების საშუალებით. ლაზერით კენჭი მცირე ნაწილებად იშლება და შემდეგ შარდის ბუშტიდან იდევნება.

იმ კლინიკურ შემთხვევებში, როდესაც შარდის ბუშტის კენჭები დიდი ზომისაა ან მექანიკური დაშლა ვერ ხერხდება, მოწოდებულია ქირურგიული ჩარევა.

პრევენციის მეთოდები

შარდის ბუშტში კენჭები, ძირითადად, ფარული პათოლოგიის (ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესი) ფონზე ყალიბდება, შესაბამისად, რთულია რამე კონკრეტული საპრევენციო ღონისძიების გატარება.

თუმცა რისკი მინიმუმამდე შემცირდება თუ დღის განმავლობაში რეკომენდებული რაოდენობის სითხეს (უმჯობესია წყალი) მიიღებთ და უჩვეულო სიმპტომის (საშარდე სისტემასთან დაკავშირებული) გამოვლენის შემთხვევაში ექიმს დროულად მიმართავთ.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/bladder-stones/diagnosis-treatment/drc-
20354345