უგონო მდგომარეობა

უგონო მდგომარეობა

რა არის უგონო მდგომარეობა?

უგონო მდგომარეობა ნიშნავს იმას, რომ პიროვნებას არ აქვს რეაქცია გამღიზიანებელზე, არ გამოდის კონტაქტზე, არ რეაგირებს ხმამაღალ შეძახილსა თუ შენჯღრევაზე - ვიზუალურად თითქოს სძინავს. 

ადამიანი უგონო მდგომარეობაში შეიძლება იყოს რამდენიმე წამის ან გაცილებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

თუ შეესწრებით სიტუაციას, რომ ადამიანმა დაკარგა გონება გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

გონების დაკარგვამდე შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: 

• ადამიანი უეცრად ვეღარ ახერხებს რეაგირებას; 
• ბუნდოვანი მეტყველება; 
• აჩქარებული გულისცემა; 
• დაბნეულობა; 
• თავბრუსხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება. 

გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია: 

• ავტოავარია; 
• ძლიერი სისხლდენა; 
• დარტყმა გულმკერდში ან თავში; 
• ზედოზირება; 
• ალკოჰოლური ინტოქსიკაცია. 

ადამიანმა შეიძლება გონება დროებით დაკარგოს ორგანიზმში მიმდინარე უეცარი ცვლილებების გამოც, კერძოდ, მიზეზი შესაძლოა იყოს: 

• სისხლში შაქრის დაბალი რაოდენობა; 
• დაბალი არტერიული წნევა; 
• ნევროლოგიური სინკოპე; 
• გაუწყლოება; 
• ჰიპერვენტილაცია; 
• გულის რიტმის პრობლემები; 
• დაძაბულობა.

თუ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში იმყოფება უგონო მდგომარეობაში მნიშვნელოვნად იზრდება ისეთი პათოლოგიების რისკი როგორიცაა კომა და ტვინის დაზიანება. 

უეცრად გამოვლენილი გონების დაკარგვისას გასათვალისწინებელია მოტეხილობისა თუ დახრჩობის (საკვებმა ან სიხემ შეიძლება დაბლოკოს სასუნთქი გზები) რისკიც.

 

წყარო:  

https://www.healthline.com/health/unconsciousness-first-aid