რა არის ტაქიპნოე?
ტაქიპნოე არის აჩქარებული, ზედაპირული სუნთქვა, რომლის დროსაც ადამიანს აქვს შეგრძნება თითქოს ჰაერი არ ჰყოფნის.
ამ მდგომარეობისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა გაცილებით ხშირია ახალშობილებსა და პირებში, რომელთაც რესპირატორული დაავადებები აქვთ.
გამომწვევი პათოლოგიის მკურნალობით ტაქიპნოეს პრევენციაა შესაძლებელი.
ტაქიპნოე იწვევს შემდეგ სიმპტომებს:
• კანის, ფრჩხილების, ტუჩების ლურჯი ან ნაცრისფერი შეფერილობა;
• გულმკერდის ტკივილი;
• სუნთქვის გაძნელება;
• შეგრძნება თითქოს საკმარისი ჰაერი არ არის;
• სუნთქვის უკმარისობა.
ტაქიპნოე შესაძლოა იყოს ემერჯენსი მდგომარეობის სიმპტომი, შესაბამისად, თუ სუნთქვის პრობლემა გამოგივლინდათ თქვენ ან ბავშვს გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება.
გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
• ალერგიული რეაქცია;
• შფოთვა ან პანიკური შეტევა;
• ასთმა;
• თრომბი;
• მხუთავი აირით მოწამვლა;
• ქრონიკული პულმონალური ობსტრუქციული დაავადება;
• პნევმონია;
• პლევრის ინფექცია;
• პულმონალური ემბოლიზმი;
• სეფსისი და სხვა.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/24124-tachypnea