რა არის აეროფაგია?
აეროფაგია ნიშნავს ჭარბი დოზით ჰაერის ყლაპვას.
როდესაც ვსაუბრობთ, საკვებს მივირთმევთ ან ვიცინით, ყველანი ვყლაპავთ ჰაერს, თუმცა აეროფაგიის დიაგნოზის მქონე პირები იმდენად დიდ რაოდენობას ითვისებენ, რომ დაგროვილი ჰაერი მათ ორგანიზმში გასტროენტეროლოგიურ სიმპტომებს (შებერილობა, ბოყინი, მეტეორიზმი, დაჭიმულობა მუცლის არეში) იწვევს.
აეროფაგია შესაძლოა იყოს ქრონიკული ან მწვავე, კავშირი ჰქონდეს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ფაქტორებთან.
ორგანიზმში ჭარბი დოზით ჰაერი აღწევს შემდეგი გზით:
- სწრაფად კვება;
- ჭამის დროს საუბარი;
- საღეჭი რეზინის ღეჭვა;
- სითხის მიღება წვენისთვის განკუთვნილი ჩხირებით (ე.წ. საწრუპები);
- თამბაქო;
- პირით სუნთქვა;
- ძლიერი ინტენსივობის ვარჯიში და სხვა.