რა არის მეტეორიზმი?
მეტეორიზმი არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგია.
დაავადების დროს ჭარბი რაოდენობით აირები გროვდება კუჭსა და ნაწლავებში. მეტეორიზმი შესაძლოა ლოკალიზებული იყოს ან ახასიათებდეს გენერალიზება.
დაავადება ჩნდება 3 ძირითადი მიზეზის გამო, კერძოდ:
- როდესაც ადამიანი სწრაფად ჭამს და კვების დროს ჰაერს ყლაპავს;
- ფერმენტაციის დროს დიდი რაოდენობით აირების ჩამოყალიბება;
- სხვადასხვა პათოლოგიის, მაგალითად, ღვიძლის ციროზისას აირების რეაბსორბციის დაქვეითების ფონზე.
საყურადღებო სიმპტომებია:
- მუცლის შებერილობა;
- დისკომფორტი მუცლის არეში;
- დაგროვილი აირების ჭარბი გამოყოფა;
- ერთგვარი ბუყბუყი მუცელში;
- ბოყინი;
- გულისრევა.
წყარო:
https://www.sciencedirect.com/topics/medicine-and-dentistry/meteorism