დემენციის რისკ-ფაქტორები.
დემენციის ჩამოყალიბების რისკი მაღალია ოჯახური ანამნეზის შემთხვევაში. რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად და განსაკუთრებით საყურადღებოა 65 წელს გადაცილებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი.
თანამედროვე მედიცინისთვის ჯერჯერობით უცნობია დაავადების პრევენციის ზუსტი მეთოდები, თუმცა ჯანსაღი ცხოვრების წესი დემენციის ჩამოყალიბების რისკს შეძლებისდაგვარად ამცირებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევის პროცესი კვლავ მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს რიგი რეკომენდაციები.
მაგალითად, რეკომენდებულია:
- გონების ვარჯიში, მეხსიერების გაუმჯობესება;
- თამბაქოზე უარი;
- ვიტამინებით და განსაკუთრებით D ვიტამინით მდიდარი პროდუქტების მიღება;
- რეგულარულად შეიმოწმეთ არტერიული წნევა, ქოლესტეროლის დონე;
- სიმსუქნის შემთხვევაში დაიკელით ზედმეტი კილო;
- ხშირად მიირთვით ხილი, ბოსტნეული, მთლიანი მარცვლეული, თხილეული, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავის შემცველი საკვები;
- ღამით მშვიდად უნდა გეძინოთ და აუცილებლად მოიწესრიგოთ ძილთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის პრობლემა;
- თუ შენიშნეთ სმენასთან დაკავშირებული ჩივილი დროულად მიმართეთ ექიმს და გაიუმჯობესეთ ყურის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/dementia/symptoms-causes/syc-20352013