შფოთვის სიმპტომების მართვაში კვების რაციონი დაგეხმარებათ.
მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი ებრძვის დარღვევას, რომელიც ქრონიკული მიმდინარეობის შემთხვევაში უარყოფით კვალს ტოვებს ორგანიზმზე და გამოიხატება როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური სიმპტომებით.
თუ შფოთვის ეპიზოდი იშვიათად ვლინდება და ადამიანის ცხოვრებაში არსებული მღელვარე ეტაპის საპასუხოდ ყალიბდება საშიში არ არის და სავსებით ნორმალურია, თუმცა თუ ეს დისკომფორტი ხანგრძლივად გაწუხებთ და ყოველდღიურ რეჟიმს გირღვევთ, გირჩევთ მიმართოთ სპეციალისტს.
აღსანიშნავია, რომ შფოთვითი აშლილობის გამო ადამიანი მუდმივად დაძაბული და შეშინებულია, ნერვიულობს და პანიკის განცდა აქვს ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელო სიტუაციებში, აღიზიანებს უწყინარი დეტალებიც კი.
შფოთვის მკურნალობის კურსს ადგენს მკურნალი ექიმი და დაუშვებელია დანიშნულების თვითნებურად შეცვლა - კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ეფექტურია თერაპია და შესაბამისი მედიკამენტები. სიმპტომების მართვაში დაგეხმარებათ ჯანსაღი კვების რაციონიც.
რამდენიმე პროდუქტი, რომელიც ორგანიზმში შფოთვის დონეს აქვეითებს:
• თევზი;
• კვერცხი;
• გოგრის თესლი;
• შავი შოკოლადი;
• იოგურტი;
• თხილეული;
• ხილი და ბოსტნეული.
დამშვიდებაში დაგეხმარებათ და კუნთების მოდუნებას შეუწყობს ხელს მწვანე ჩაი.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/322652#other-foods-that-may-help