ორსულთა ქოლესტაზი არის ღვიძლის მდგომარეობა, რომელიც შესაძლოა ჩამოყალიბდეს ფეხმძიმობის გვიან ეტაპზე.
დიაგნოზის ფონზე ქალს აწუხებს ძლიერი ქავილი (ძირითადად, ხელებსა და ფეხებზე), თუმცა არ აქვს გამონაყარი.
ქავილი მწვავდება ღამით და დისკომფორტი იმდენად შემაწუხებელია, რომ ორსულს მშვიდად დაძინება უჭირს.
ორსულთა ქოლესტაზისთვის დამახასიათებელი დისკომფორტი ქრება მშობიარობიდან რამდენიმე დღეში.
დიაგნოსტირებისთვის მოწოდებულია:
- მეან-გინეკოლოგი შეისწავლის სიმპტომებს, სამედიცინო ისტორიას;
- ექიმი ჩაატარებს ფიზიკურ გამოკვლევას;
- ღვიძლის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ფუნქციონირების უნარის შემოწმების მიზნით დაინიშნება სისხლის ანალიზი;
- ლაბორატორიული ანალიზით შემოწმდება სისხლში სანაღვლე მჟავა მარილების რაოდენობა/მაჩვენებელი.
ორსულთა ქოლესტაზის მკურნალობის კურსის ძირითადი მიზანია ქავილის შემცირება და ნებისმიერი შესაძლო გართულების პრევენცია.
აღნიშნული დიაგნოზი ორსულობის გართულებების პოტენციური გამომწვევი მიზეზია, შესაბამისად, მონიტორინგი გაეწევა ნაყოფსაც.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/cholestasis-of-
pregnancy/diagnosis-treatment/drc-20363258