მოგზაურობა და ჯანმრთელობა
დიახ, კარგ გარემოში დასვენება, ვიზიტი თქვენთვის უცხო, აქამდე უცნობ ადგილებში, სხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში მცხოვრებ პირთა ყოველდღიურ ცხოვრების რიტმზე დაკვირვება, ახალი ენის, კულტურის შეცნობა, შეუცვლელი და ყველაზე ტკბილი წამალია ორგანიზმისთვის.
რა გავლენას ახდენს მოგზაურობა ორგანიზმზე:
• მცირდება სტრესის დონე, სხეული ბედნიერების ჰორმონებით ივსება;
• უმჯობესდება გუნება-განწყობილება;
• ძლიერდება იმუნური სისტემა;
• ცნობილი ფაქტია, რომ მოგზაურობის დროს ადამიანი გაცილებით აქტიურია, ანუ თან ისვენებთ და პარალელურად, ფაქტობრივად, ვარჯიშობთ;
• უფრო კრეატიული ხდებით. მაგალითად, საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს გაცილებით მეტად აქტიურდება ისეთი უნარები როგორიცაა კონცენტრაცია, აზროვნება, გარემოსთან შეგუება;
• მინიმუმამდე მცირდება დეპრესიის რისკი;
• მკვრივდება კუნთები;
• მიუხედავად იმისა, რომ შვებულებისას მოგზაური ხშირად ფუსფუსებს (არ გაგვიკვირდება თუ მთელ დღეს სხვადასხვა ლამაზი ადგილის მონახულებაში ატარებდეთ), ორგანიზმი დუნდება, აქტიურ რეჟიმშიც კი რელაქსაციას ახერხებთ;
• მოგზაურობა აძლიერებს, ამყარებს ურთიერთობას ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ნათესავებთან. მთელი წლის განმავლობაში თუ დღის დიდ მონაკვეთს სამსახურში ატარებთ, სწორედ შვებულების დროს გეძლევათ შანსი გემრიელი, არომატული ყავა თქვენთვის ძვირფასი ადამიანების გარემოცვაში დააგემოვნოთ.
წყარო:
https://www.babyquip.com/blog/health-benefits-of-traveling