რა ფერის თვალები გაქვთ?
ადამიანის თვალის ფერის ჩამოყალიბება ერთგვარი კომპლექსური, გენეტიკური
პროცესია.
გაითვალისწინეთ, ახალშობილი შესაძლოა დაიბადოს ლურჯთვალება, მაგრამ დაბადებიდან ერთი ან ორი წლის განმავლობაში ჩვილის თვალის ფერი გამუქდეს.
გენი აკონტროლებს ორგანიზმის თითოეული უჯრედის ზრდისა და განვითარების პროცესს.
გენეტიკა განსაზღვრავს როგორც ვიზუალურ მახასიათებლებს (სისხლის ჯგუფი, თმისა და თვალის ფერი, სიმაღლე, აღნაგობა და სხვა), ისე სხვადასხვა პათოლოგიასა თუ დაავადებას.
ცნობილია, რომ ბევრი მახასიათებელი მხოლოდ გენეტიკური თვისების როდია და მასზე დიდ გავლენას ახდენს გარემო ფაქტორებიც.
ყავისფერი
მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული თვალის ფერია.
ლურჯი
გლობალურად, მსოფლიოს მასშტაბით, რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული თვალის ფერია.
მწვანის, ფორთოხლისფერისა და ოქროსფერის ნარევი (ე.წ. Hazel)
მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 5% ამ სხვადასხვა ფერით შეზავებული თვალით იბადება.
ქარვისფერი
მსოფლიო მოსახლეობის 5%-ს აქვს. ქარვისფერ თვალს Hazel-ზე უმნიშვნელოდ მეტი მელანინი აქვს, მაგრამ არც ისეთი რაოდენობის როგორიც ყავისფერის შემთხვევაში გვხვდება.
მწვანე
ძალიან იშვიათი თვალის ფერია.
ნაცრისფერი თვალები
მსოფლიოში მხოლოდ 3%-ს აქვს ამ ფერის თვალი. ნაცრისფერის შემთხვევაში თვალის ფერად გარსში ან საერთოდ არ არის მელანინი, ან მცირე დოზითაა წარმოდგენილი, მაგრამ გაცილებით მეტი რაოდენობის კოლაგენია სტრომაში (თვალის ნაწილია). კოლაგენის მიმოფანტული სინათლის ფონზე თვალი ნაცრისფერ შეფერილობას იღებს.
ჰეტეროქრომია
როცა ადამიანს ერთზე მეტი თვალის ფერი აქვს - ფიქსირდება ადამიანების მხოლოდ 1%-ში. შესაძლოა ორივე თვალის ფერი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული იყოს ან შესაძლოა თვალის ფერადი გარსის ერთი ნაწილი დანარჩენი ფერისგან განსხვავდებოდეს.
ზოგიერთი ადამიანი იბადება ჰეტეროქრომიით. სხვა შემთხვევებში ჩამოყალიბების მიზეზი შესაძლოა იყოს თვალის დაზიანება ან ჯანმრთელობის პრობლემები.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/eye-color-percentage