თუ ეს ნიშნები გეცნობათ, გილოცავთ, რეკომენდებული  დროით გძინავთ

თუ ეს ნიშნები გეცნობათ, გილოცავთ, რეკომენდებული დროით გძინავთ

მშვიდი ძილი აუცილებელია ჯანმრთელობისთვის.

უძილობა (ინსომნია) თუ ძილთან დაკავშირებული სხვა ტიპის პრობლემები უარყოფით გავლენას ახდენს მთლიან სხეულზე, მავნებელია თითქმის ყველა ორგანოსა თუ სისტემისთვის.

თუ ეს ნიშნები გეცნობათ, თქვენს ორგანიზმს ძილი არ აკლია, ანუ რეკომენდებული დროით გძინავთ:

  •  მაღვიძარამდე იღვიძებთ, თავს მშვიდად და კარგად გრძნობთ;
  •  გამოსაფხიზლებლად თუ განწყობის გასაუმჯობესებლად კოფეინი არ გჭირდებათ;
  •  არ გაწუხებთ წონასთან დაკავშირებული პრობლემები. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ფაქტია - სიმსუქნის ერთ-ერთი ხელშემწყობი რისკ-ფაქტორი უძილობაა. მშვიდი ძილის ფონზე ყველა ჰორმონი სათანადოდ ფუნქციონირებს;
  •  კანი სუფთაა. გარკვეული კავშირი არსებობს ძილის ნაკლებობასა და სტრესს შორის, ასევე სტრესსა და აკნესთან მიმართებით;
  •  კარგი გუნება-განწყობილება გაქვთ;
  •  არ გაქვთ სურვილი მიირთვათ არაჯანსაღი პროდუქტები, არც კი გახსენდებათ ტკბილი თუ გაზიანი სასმელები. გახსოვდეთ, ჰორმონები არეგულირებს შიმშილის გრძნობასა და ძლიერ სურვილს, თუმცა ძილი აკონტროლებს კვების რაციონს.

წყარო:
https://www.insider.com/am-i-sleeping-enough-2018-4