ქრონიკული სტრესი უარყოფითად აისახება როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
გარკვეული სტრატეგიით ნამდვილად შესაძლებელია თავი ავარიდოთ (შეძლებისდაგვარად) ისეთ გარემოსა თუ სიტუაციას, რომლის გამოც ორგანიზმში სტრესი წარმოიქმნება, შესაბამისად, ჩნდება არაერთი უსიამოვნო სიმპტომი.
რეკომენდებულია:
- თუ გრძნობთ, რომ სტრესის სიმპტომები გამოვლენას იწყებს, ივარჯიშეთ, ფიზიკურად დაიტვირთეთ და თუნდაც უბრალოდ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. ცნობილია, რომ ფიზიკური დატვირთვისას განწყობა უმჯობესდება, გონებაში უარყოფითი ფიქრები მცირდება;
- დღის ბოლოს ჩამოწერეთ სია, სადაც მიუთითებთ თუ რითი ხართ კმაყოფილი, ანუ დღის განმავლობაში რა საკითხი მიიყვანეთ ბოლომდე (მაგალითად, დაალაგეთ სახლი, შეიძინეთ ის სამოსი, რომელშიც თავს კარგად გრძნობთ, მოამზადეთ საყვარელი კერძი, სამსახურში დავალება სათანადოდ შეასრულეთ, მეგობარი გაამხნევეთ თუ სხვა). მთავარია გაიხსენოთ მხოლოდ დადებითი და თუნდაც ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელო წვრილმანი;
- ფურცელზე ჩამოწერეთ ის რეალური გეგმა, რომელიც უნდა განახორციელოთ კვირის ან თვის განმავლობაში. კარგად შეაფასეთ
- შესაძლებლობები და შესაბამისი ნუსხა შეადგინეთ. როდესაც განსაზღვრულ ვადაში საქმეს ბოლომდე მიიყვანთ ძალიან კმაყოფილი დარჩებით, თქვენი დადებითი გუნება-განწყობილება გარშემომყოფებს გადაედებათ;
- ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ყოველი სიტუაცია განსხვავებული. თუ თვლით რომ ქრონიკული სტრესის ფონზე ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგიუარესდათ და ვერ ახერხებთ დამოუკიდებლად მართოთ განწყობა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ, თანამედროვე მედიცინას თქვენი დახმარება შეუძლია, დიახ, ხვალინდელი დღე გაცილებით უკეთესი იქნება;
- სცადეთ სარელაქსაციო მეთოდები (იოგა, კუნთების რელაქსაცია, სუნთქვითი ვარჯიშები და სხვა);
- იზრუნეთ საკუთარ თავზე (ჯანსაღი პროდუქტები, მშვიდი ძილი, სეირნობა სტრესის დაუძინებელი მტერია);
- შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა;
- უნდა გაიაზროთ, რომ ყველას და ყველაფერს ვერ გააკონტროლებთ და არც არის საჭირო. დიახ, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ უბრალოდ გაუშვით თქვენი ცხოვრებიდან;
- თუ დაღლილი ხართ ან სტრესში იმყოფებით არ მოგერიდოთ არას თქმა - არ ხართ ვალდებული საჭიროზე მეტი გაიღოთ;
- აღარ იკონტაქტოთ იმ ადამიანებთან, რომლებიც თქვენზე უარყოფითად მოქმედებენ. დიახ, არაფერში გჭირდებათ ადამიანები, რომლებსაც თქვენთვის დადებითი განწყობის შექმნა არ ემეტებათ;
- ძალიან დიდი დრო გაატარეთ იმ გარემოში, სადაც თავს კარგად გრძნობთ.
წყარო: