რამდენიმე სასარგებლო რჩევა.
კონტაქტური ლინზის სწორად შერჩევა და მორგება მხოლოდ კომპეტენტურ და ვიწრო პროფილის ოფთალმოლოგს (კონტაქტოლოგი) შეუძლია. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას თვითნებურად და არ ანდოთ თქვენი მხედველობა იმ პირს, ვისაც სამედიცინო განათლება არ აქვს.
აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:
- არ დაიძინოთ ლინზებით;
- დაუშვებელია ლინზების კონტეინერის დაბინძურება;
- შეძლებისდაგვარად მოერიდეთ თვალების სრესას, რადგან კონტაქტური ლინზის შემთხვევაში, ხახუნის დროს, მნიშვნელოვნად იზრდება რქოვანას დაზიანების რისკი;
- არ შეეხოთ ლინზებსა და თვალებს ბინძური ხელებით. ინფექციის რისკის შემცირების მიზნით, აუცილებელია ლინზის ჩასმამდე ხელები საპნით კარგად დაიბანოთ და გაიმშრალოთ;
- არ მიიღოთ შხაპი და არ იცუროთ წყალში (საცურაო აუზი, ზღვა, ტბა და სხვა) კონტაქტური ლინზებით;
- თუ თვალები გაღიზიანებული გაქვთ ან უჩივით ქავილს, სასურველია ამოიღოთ კონტაქტური ლინზები;
- ლინზები რეგულარულად უნდა გაწმინდოთ;
- ექიმი მიგითითებთ თუ რა ვადით შეგიძლიათ სარგებლობა - თუ დროს გადააცილებთ, მნიშვნელოვნად მოიმატებს შეშუპების, გაღიზიანების რისკი, თვალებიც გადაგეღლებათ;
- თვალები უფრო მეტად ზიანდება, როდესაც კონტაქტურ ლინზას რეგულარული ინტერვალით არ ცვლით, ძველი ახლით უნდა ჩაანაცვლოთ.
წყარო:
https://www.bauschandlomb.in/lens-article/12-things-you-should-never-ever-do-with-
your-contacts