საუკეთესო ანტიდეპრესანტული პროდუქტები

საუკეთესო ანტიდეპრესანტული პროდუქტები

ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი ზოგიერთი პროდუქტი დეპრესიის საწინააღმდეგო ეფექტით გამოირჩევა.

რასაკვირველია, დეპრესიის სიმპტომების შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს და დაიცვათ ფსიქოლოგის მიერ შემუშავებული მკურნალობის კურსი, გაითვალისწინოთ პროფესიონალი მედიკოსის გაცემული ყველა რეკომენდაცია.

თუმცა ცხოვრების წესის დადებითად შეცვლა და თუნდაც რაციონში ჯანსაღი პროდუქტების ჩართვა სიმპტომებს შეამსუბუქებს, დადებით გავლენას მოახდენს განწყობაზე, სასარგებლო იქნება ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობისთვის.

სასარგებლოა:

  •  ხილი;
  •  ბოსტნეული;
  •  ბოჭკოთი მდიდარი საკვები;
  •  ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის შემცველი საკვები (მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, თხილეული, თევზი და სხვა);
  •  D ვიტამინით მდიდარი პროდუქტები (თევზი, სოიოს ხაჭო, რძე და სხვა);
  •  პროდუქტები სელენის შემადგენლობით (თხილეული, მთლიანი მარცვლეული, ლობიო, ზღვის პროდუქტები, მჭლე ხორცი და სხვა).

შეძლებისდაგვარად მოერიდეთ კოფეინის შემცველ და შაქრიან საკვებს, სასმელს, ალკოჰოლს.

წყარო:
https://www.healthline.com/health/depression/diet#Foods-that-Might-Help