დაღლილობა, როგორც საყურადღებო სიმპტომი.
დროთა განმავლობაში, იშვიათად, ყველა ადამიანი იღლება.
დაღლილობა არის შეგრძნება, როდესაც ადამიანი უკიდურესად დაქანცული, გამოფიტულია. ზოგიერთ პიროვნებას დილით სამსახურში წასვლა უჭირს და არც იმის ძალა აქვს ყოველდღიური, მარტივი დღის რეჟიმი დაიცვას. სავსებით შესაძლებელია გინდოდეთ ძილი, თუმცა ვერც გამოღვიძებისას იგრძნოთ შვება.
დაღლილობას ხშირად თან ახლავს სხვა სიმპტომებიც, მაგალითად:
- დეპრესია;
- გიჭირთ საქმეზე კონცენტრირება;
- არ გაქვთ მოტივაცია და ძალა;
- შფოთვა;
- გაღიზიანება;
- ნერვიულობა;
- კუნთების სისუსტე და ტკივილი;
- დაღლილობა თვალებისა და ფეხების არეში;
- მთლიანი სხეულის დაქანცულობა;
- მოწყენილობა;
- ძილიანობა.
დაღლილობას იწვევს არაერთი მდგომარეობა, დარღვევა, ზოგიერთი მედიკამენტი და ცხოვრების წესის ცვლილებაც კი.
დაღლილობა შესაძლოა იყოს დროებითი ან ჩამოყალიბდეს როგორც ქრონიკული
დაღლილობა შეიძლება იგრძნოთ ამ მიზეზების გამო:
- ჭარბი დოზით ალკოჰოლი;
- არაჯანსაღი კვების რაციონი;
- არ მიირთმევთ ადეკვატური რაოდენობის საკვებს, არ იღებთ შესაბამისი კალორიებით მდიდარ პროდუქტებს;
- ზედმეტი სტრესი;
- არააქტიური ცხოვრების წესი;
- უძილობა ან ძილთან დაკავშირებული სხვა პრობლემები;
- ზოგიერთი მედიკამენტის ან ქირურგიული მანიპულაციის ერთგვარი გვერდითი ეფექტი.
დაღლილობა შესაძლოა ჩამოყალიბდეს ზოგიერთი დაავადების, პათოლოგიის ფონზე:
- კიბო, თირკმლის დაავადება, გაფანტული სკლეროზი, გრიპი და სხვა ინფექციები;
- დეპრესია, შფოთვა;
- ავტოიმუნური დაავადებები;
- ჰორმონული დისბალანსი;
- გულისა და ფილტვის პრობლემები;
- ანემია;
- ორგანიზმში სხვადასხვა ვიტამინის დეფიციტი;
- სიმსუქნე ან ჯანსაღ, რეკომენდებულზე დაბალი წონა (ორივე მდგომარეობა საყურადღებოა);
- კვებითი აშლილობა.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/21206-fatigue