რომელი საკვებია სასარგებლო საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის?

რომელი საკვებია სასარგებლო საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის?

საჭმლის მომნელებელი სისტემა პროდუქტს ორგანიზმისთვის საჭირო საკვებ ნივთიერებებად და ენერგიად შლის.

ამ სისტემის სხვადასხვა უბანი ფუნქციურად და აგებულებით ერთმანეთისგან განსხვავდება - მიღებულ საკვებს საჭმლის მომნელებელი სისტემა ისე ამუშავებს და ინელებს, რომ ორგანიზმი სასარგებლო ნივთიერებებს ითვისებს, ხოლო უვარგისს გარეთ დევნის.

სამწუხაროდ, არაჯანსაღი ცხოვრების წესის გამო სისტემის სათანადო ფუნქციონირება შეიძლება დაირღვეს. საჭმლის მონელების პროცესის დარღვევა ხშირად ვლინდება შემდეგი სიმპტომებით: შებერილობით, ყაბზობით (შეკრულობა), დიარეით, გულძმარვით, გულისრევით.

საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის ძალიან სასარგებლოა ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტები (მაგალითად, ვაშლი, ბანანი, შვრია).

რეკომენდებულია უჯერი ცხიმი, რომელიც ორგანიზმს ვიტამინების შეთვისებაში ეხმარება და დადებითად აისახება ნაწლავის მუშაობაზე. სწორედ ამიტომ სამზარეულოში ყოველთვის უნდა გქონდეთ ზეითუნის ზეთი.

რაციონში ხშირად ჩართეთ ხილი და ბოსტნეული, რომელიც ვიტამინებისა და მინერალების წყაროა. სასურველია, ხილი კანიანად მიირთვათ.

საჭმლის მონელების პროცესს ხელს უწყობს მთლიანი მარცვლეული. ეს საკვები ასევე დაგეხმარებათ სისხლში შაქრის დონის გაკონტროლებაში.

თუ იოგურტი გიყვართ ძალიან გაგიმართლათ, რადგან შეიცავს პრობიოტიკს, ანუ კარგ ბაქტერიას, რომელიც ნაწლავის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ასეთივე ეფექტურია კეფირიც.

გირჩევთ, ხშირად მიირთვათ მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულის სალათა, რადგან მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული საჭმლის მომნელებელი სისტემის სათანადო ფუნქციონირებისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებებისგან შედგება. მეცნიერები განმარტავენ, რომ ამ სახის ბოსტნეული ასევე შეიცავს მარტივ ნახშირწყლებს, ე.წ. მონოსაქარიდებს, რომლითაც კუჭის ის ბაქტერია იკვებება, რომელიც ხელს უწყობს საკვების მონელების პროცესს.

 

წყარო:

https://www.medicalnewstoday.com/articles/326596