რა არის კორონარული ანგიოპლასტიკა?
აღნიშნული მეთოდით ხდება გულის დახშული ან შევიწროებული არტერიების სანათურის გაფართოება.
ანგიოპლასტიკის დროს, ბალონ კათეტერის მეშვეობით, ქირურგი დახშულ სისხლძარღვებს აფართოებს, შესაბამისად, გულს სისხლი მიეწოდება, აღარ ფერხდება ორგანიზმში სისხლის სათანადოდ მიდინების პროცესი. სტენტი მუდმივად რჩება სისხლძარღვში, ანუ უზრუნველყოფილია სისხლის ნაკადის თავისუფლად მიმოქცევის უნარი.
დახშული არტერიების დროს პაციენტს არაერთი სიმპტომი აწუხებს, მაგალითად, გულმკერდის ტკივილი და სუნთქვის უკმარისობა - სწორედ კორონარული ანგიოპლასტიკის ჩატარების შემდეგ უმჯობესდება მდგომარეობა, ადამიანს აღარ აწუხებს დისკომფორტი. პროცედურა მნიშვნელოვნად ამცირებს გულის შეტევათა ალბათობას მომავალში.
ანგიოპლასტიკა ეფექტურია შემდეგი კლინიკური შემთხვევების დროს:
- მედიკამენტური თერაპიის ან ცხოვრების წესის ცვლილების მიუხედავად მაინც არ გაუმჯობესდა თქვენი გულის ჯანმრთელობის მდგომარეობა;
- ანამნეზში გაქვთ ანგინა და გულმკერდის ტკივილი გამწვავდა;
- გაქვთ გულის შეტევა.
ანგიოპლასტიკა არაა განკუთვნილი ყველა პაციენტისთვის. გულის დაავადების ხარისხისა და პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლოა ექიმმა საჭიროდ ჩათვალოს კორონარული არტერიის ბაიპასის ქირურგიული ოპერაცია (შუნტირება).
კორონარული არტერიის შუნტირება რეკომენდებულია თუ:
- მთავარი არტერია შევიწროებულია;
- გულის კუნთი შესუსტებულია;
- პაციენტს აქვს დიაბეტი;
- მრავლობითი დაზიანება და შევიწროება არტერიებში.
აღნიშნული ინვაზიური ქირურგიული მანიპულაციის დროს ქირურგი სისხლძარღვის დაზიანებულ სეგმენტს ჯანსაღი სისხლძარღვით ანაცვლებს.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/tests-procedures/coronary-angioplasty/about/pac-20384761