გიყვართ ცეკვა?
ცეკვა ვარჯიშის ერთ-ერთი სასარგებლო და სასიამოვნო ფორმაა. ცეკვის დროს ერთდროულად ზრუნავთ როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ისე გუნება- განწყობილებაზე.
ცეკვა და ორგანიზმი:
- უმჯობესდება გულისა და ფილტვების ჯანმრთელობის მდგომარეობა;
- მკვრივდება კუნთი;
- სასარგებლოა წონისთვის (როგორც ზედმეტი კილოგრამების დასაკლებად, ისე ჯანსაღი წონის შესანარჩუნებლად);
- ცეკვის დახმარებით ადამიანი გაცილებით უკეთ იცავს კოორდინაციას, ბალანსს, სხეული ხდება მოქნილი;
- უმჯობესდება ფსიქიკური ჯანმრთელობა, განწყობა;
- ქვეითდება სტრესის დონე, ორგანიზმში გამომუშავდება ბედნიერების ჰორმონები;
- ცეკვის დროს პარტნიორთან და სხვა მოცეკვავეებთან ურთიერთობა სასიამოვნოა, შესაბამისად, ცეკვის მოყვარული პიროვნება მარტივად ახერხებს გარშემომყოფებთან კომუნიკაციას.
წყარო:
https://www.betterhealth.vic.gov.au/health/healthyliving/dance-health-benefits