ვირუსული ჰემორაგიული ცხელება - სიცოცხლისთვის საშიში  ინფექციური დაავადება

ვირუსული ჰემორაგიული ცხელება - სიცოცხლისთვის საშიში ინფექციური დაავადება

რა არის ვირუსული ჰემორაგიული ცხელება?

იგი ინფექციური დაავადებაა, რომელიც იწვევს მწვავე, სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებს.

პათოლოგიური პროცესის დროს ზიანდება წვრილი სისხლძარღვების კედლები, ფერხდება სისხლის ნორმალურად შედედების უნარი, წარმოიქმნება შინაგანი სისხლდენა.

ვირუსული ჰემორაგიული ცხელებაა:
• დენგე;
• ებოლა;
• ლასა;
• მარბურგი;
• ყვითელი ცხელება.

ეს დაავადებები გავრცელებულია ტროპიკულ ადგილებში.

ვირუსული ჰემორაგიული ცხელების მკურნალობის მეთოდი უცნობია; ვაქცინაც მხოლოდ დაავადების რამდენიმე ფორმისთვის არსებობს. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, საუკეთესო გამოსავალია პრევენცია, ვირუსული ჰემორაგიული ცხელებისგან თავის არიდება.

დაავადების სიმპტომებია:

  •  სიცხე;
  •  დაღლილობა;
  •  სისუსტე, ცუდად ყოფნის შეგრძნება;
  •  თავბრუსხვევა;
  •  კუნთის, ძვლის, სახსრის ტკივილი;
  •  გულისრევა და ღებინება;
  •  დიარეა.

მწვავე სიმპტომებია (სიმპტომები, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია):

  •  სისხლდენა შინაგან ორგანოებში;
  •  ნერვული სისტემის დარღვევა;
  •  კომა;
  •  ჰალუცინაციები;
  •  თირკმლის უკმარისობა;
  •  სასუნთქი სისტემის უკმარისობა;
  •  ღვიძლის უკმარისობა.

ვირუსული ჰემორაგიული ცხელება ვრცელდება ინფიცირებულ ცხოველთან ან მწერთან კონტაქტით. ზოგიერთი ფორმის დროს დაავადება გადადის ადამიანიდან ადამიანზე.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/viral-hemorrhagic-fevers/symptoms-
causes/syc-20351260