როდის უნდა დავლიოთ წყალი საკვების მიღებამდე თუ შემდეგ?

როდის უნდა დავლიოთ წყალი საკვების მიღებამდე თუ შემდეგ?

მოგეხსენებათ, წყალი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.

როცა ორგანიზმი რეკომენდებული რაოდენობის წყალს არ იღებს, ადამიანი უჩივის გარკვეულ დისკომფორტს, მაგალითად, დაღლილობასა და საერთო სისუსტეს, კანის პრობლემებს, ყაბზობას.

სასურველია, ეს სასარგებლო სასმელი მიიღოთ გაღვიძებისთანავე. დილით, ვიდრე საუზმეს მიირთმევთ ერთი ჭიქა წყალი დალიეთ - ამ გზით ხელს შეუწყობთ შინაგანი ორგანოების აქტივირებას. ამასთან, წყალი ორგანიზმიდან გამოდევნის ნებისმიერი სახის ტოქსინს.

სასურველია, წყალი საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე დალიოთ. ამ ხერხით საჭმლის მონელების პროცესი გამარტივდება. არაა სასურველი საკვებს მაშინვე დააყოლოთ ეს სასმელი! გირჩევთ, წყალი მიიღოთ სადილობიდან 1 საათის შემდეგ - ამ ინტერვალში ორგანიზმი საკვები ნივთიერებების შეთვისებას შეძლებს.

 

წყარო:

https://www.healthxchange.sg/food-nutrition/food-tips/drinking-water-right-time