შესაძლებელია თუ არა პანიკური შეტევისგან თავის  არიდება?

შესაძლებელია თუ არა პანიკური შეტევისგან თავის არიდება?

პანიკური შეტევა ფსიქო-ნევროლოგიური დარღვევაა.

შეტევის ეპიზოდით გამოწვეული დისკომფორტი მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის კარგად ნაცნობია. საუბარია ინტენსიური შიშის ეპიზოდზე, რომლის დროსაც ადამიანი თავს იმდენად ცუდად გრძნობს, რომ ეჩვენება თითქოს გულის შეტევა აქვს, საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა და უნდა დაიღუპოს.

ძლიერი შიშის ფონზე ყალიბდება მწვავე ფიზიკური რეაქცია. როგორც წესი, შეტევის ეპიზოდებს შორის ადამიანი ნერვიულობს მოსალოდნელი რეაქციის გამო და შფოთვის ფონზე, უსაფუძვლო შიშის დროს, იზრდება შეტევის განმეორების ალბათობა.

პანიკური შეტევის პრევენციის ერთი კონკრეტული მეთოდი უცნობია.

რეკომენდებულია:

  •  მიმართოთ სპეციალისტს. მედიკოსი დაგეხმარებათ სიმპტომების მართვაში, შესაბამისად, მკურნალობის კურსის დახმარებით პანიკური შეტევის სიხშირე შემცირდება, ნაკლები სიმწვავით გამოვლინდება;
  •  სასარგებლოა რეგულარული ფიზიკური აქტივობა;
  •  მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი;
  •  შეძლებისდაგვარად მოერიდეთ სტრესულ გარემოს, ისწავლეთ სტრესის მართვა, დაიხმარეთ სხვადასხვა სარელაქსაციო მეთოდები, მოდუნდით;
  •  უარი თქვით თამბაქოზე, კოფეინზე, ალკოჰოლზე.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/panic-attacks/symptoms-
causes/syc-20376021