როგორ მკურნალობენ ვიტამინდეფიციტურ ანემიას?

როგორ მკურნალობენ ვიტამინდეფიციტურ ანემიას?

ამ დიაგნოზის დროს პაციენტის სისხლში ჯანმრთელი ერითროციტების ნაკლებობაა.

ვიტამინდეფიციტურ ანემიასთან დაკავშირებული ვიტამინებია ფოლიუმის მჟავა, B-12 და C ვიტამინი.

დიაგნოსტირებისთვის მოწოდებულია სისხლის ანალიზი.

სისხლის ლაბორატორიული ანალიზით უნდა შემოწმდეს შემდეგი:

  •  ერითროციტების რაოდენობა;
  •  სისხლში B-12 ვიტამინისა და ფოლიუმის მჟავის მაჩვენებელი;
  •  ანტისხეულების არსებობა.

მკურნალობის კურსი

ამ ტიპის ანემიის მკურნალობისთვის აუცილებელია პაციენტის ორგანიზმი შეივსოს იმ ვიტამინებით, რომლის დეფიციტიც ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე დასტურდება. შესაძლოა პაციენტმა ვიტამინი მიიღოს ინექციის ან ტაბლეტის სახით.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/vitamin-deficiency-anemia/diagnosis-
treatment/drc-20355031