როგორ მკურნალობენ ანთებით დაავადებას?
პოლიმიალგია რევმატიკა არის ანთებითი დაავადება, რომლითაც, ძირითადად, 65 წელს გადაცილებული პირები ავადობენ.
პათოლოგიური პროცესის გამო ადამიანი უჩივის კუნთის ტკივილსა და დაჭიმულობას (როგორც წესი, პაციენტი დისკომფორტს გრძნობს თეძოსა და მხრის არეში).
დაავადება სწრაფად პროგრესირებს, სიმპტომები მწვავდება დილით.
დიაგნოსტირება
ტკივილისა და დაჭიმულობის მიზეზის დასადგენად ექიმი ჩაატარებს ფიზიკურ გამოკვლევას.
შესაძლოა ექიმმა დანიშნოს შემდეგი კვლევები:
- სისხლის ანალიზი;
- ულტრაბგერა;
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.
გიგანტურუჯრედოვანი არტერიტის მონიტორინგი
ექიმი შეამოწმებს, გააკონტროლებს იმ ნიშნებსა და სიმპტომებს, რომელიც გიგანტურუჯრედოვანი არტერიტის ჩამოყალიბებაზე მიუთითებს.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ შემდეგი სიმპტომები:
- უჩვეულო ან ქრონიკული თავის ტკივილი;
- ყბის ტკივილი ან დაჭიმულობა;
- მხედველობის დაკარგვა ან ბუნდოვანი მხედველობა;
- რბილი სკალპი.
თუ ექიმი ეჭვს მიიტანს გიგანტურუჯრედოვან არტერიტზე, დანიშნავს საფეთქლის არტერიის ბიოფსიას.
მკურნალობა
მკურნალობის კურსი, როგორც წესი, მოიცავს მედიკამენტებს. პოლიმიალგია რევმატიკის მქონე პირებში სიმპტომები მსუბუქდება მედიკამენტური თერაპიის ჩართვის შედეგად - პაციენტები აქტივობის პირველად დონეს უბრუნდებიან.
ზოგჯერ ეფექტურია ფიზიოთერაპია, თუმცა რამდენად საჭიროა კონკრეტულ კლინიკურ შემთხვევაში? ამ საკითხს წყვეტს მხოლოდ მკურნალი ექიმი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/polymyalgia-
rheumatica/diagnosis-treatment/drc-20376545