ტკივილი კისრის არეში.
კისრის დაჭიმულობა კისრის ტკივილია, რომელიც მაშინ ჩნდება, როდესაც კუნთები მოდუნებას ვერ ახერხებს. დისკომფორტის გამო შესაძლოა შეგაწუხოთ კუნთის სპაზმმა, თავის ტკივილმა.
გამომწვევი მიზეზი მრავალფეროვანია, მაგალითად, სახსრის პრობლემები, ანთებითი პროცესი ნერვში და სხვა.
სტატისტიკის თანახმად, ზრდასრულთა 71%-ს ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ ჰქონია კისერი დაჭიმული.
ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
- სხეულის ცუდი პოზა სერიოზული ტვირთია კისრისთვის;
- მუცელზე ძილი;
- საქმე ან ჩვევა, რომლის გამოც ხშირად გიწევთ კისრის მოძრაობა;
- ბრუქსიზმი (კბილების კრაჭუნი);
- ტრავმა;
- სტრესი.
კისრის კუნთების დაჭიმულობა იწვევს დისკომფორტს, ცხოვრების ხარისხის დაქვეითებას.
პათოლოგიური პროცესის გამო ჩნდება შემდეგი ნიშნები:
- სუსტი, ერთგვარი ფეთქვადი ტკივილი კისრის არეში;
- შეიძლება გამოიხატებოდეს ძლიერი ტკივილითაც;
- დისკომფორტი მწვავდება მოძრაობის ფონზე;
- კუნთების სპაზმი;
- კისრის გაშეშება.
კისრის ტკივილი, რომელიც განვითარდა ტრავმის, ავტოავარიის გამო, საყურადღებოა და პაციენტი სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს კლინიკაში - დაუშვებელია თვითმკურნალობა, მდგომარეობა უნდა მართოს და შეაფასოს ექიმმა.
უხერხული მოძრაობის გამო ჩამოყალიბებული დაჭიმულობა, როგორც წესი, არ არის სახიფათო და კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში მდგომარეობა უმჯობესდება რამდენიმე დღეში.