ლიმფედემას გამო შეშუპებული კიდურების მკურნალობის  მეთოდები

ლიმფედემას გამო შეშუპებული კიდურების მკურნალობის მეთოდები

ლიმფედემა - დიაგნოსტირება და მკურნალობა.

ლიმფედემა როგორც ზედა, ისე ქვედა კიდურების შეშუპებაა.

ლიმფედემას იწვევს ლიმფური სისტემის დაზიანება, დარღვევა. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში, როგორც წესი, ლიმფედემას იწვევს კიბოს მკურნალობის დროს განვითარებული პროცესი, მაგალითად, ლიმფური კვანძების ამოკვეთა ან ლიმფური კვანძების დაზიანება.

დიაგნოსტირება

თუ პაციენტი ლიმფედემას რისკ-ჯგუფშია (მაგალითად, ჩაუტარდა ონკოლოგიური ქირურგიული ოპერაცია, რომელიც ლიმფურ კვანძებს მოიცავდა), ექიმი დიაგნოზზე ეჭვს მიიტანს სიმპტომებიდან გამომდინარე.

თუ ლიმფედემას გამომწვევი მიზეზი უცნობია, ინიშნება ის რამდენიმე კვლევა, რომელიც ლიმფური სისტემის მდგომარეობას სათანადოდ შეისწავლის.

საჭირო სადიაგნოსტიკო კვლევებია:

  •  მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  •  კომპიუტერული ტომოგრაფია;
  •  ულტრაბგერა;
  •  ლიმფოსკინტიგრაფია.

მკურნალობა

ამ დროისთვის ლიმფედემას განკურნება შეუძლებელია, თუმცა მდგომარეობის მართვა დროული დიაგნოსტირებითა და დაზიანებული კიდურის სათანადოდ მოვლით შესაძლებელია.

მკურნალობის კურსის ძირითადი მიზანია შეშუპების შემცირება და გართულებების პრევენცია.

ლიმფედემას გამო მნიშვნელოვნად იზრდება სხვადასხვა კანის ინფექციის ჩამოყალიბების რისკი. სიმპტომების გამოვლენისთანავე ექიმი საჭიროდ ჩათვლის ანტიბიოტიკებით მკურნალობას.

მკურნალი ექიმი გასწავლით გარკვეულ მეთოდებს, რომლის დახმარებითაც ლიმფედემით გამოწვეული შეშუპების ხარისხის შემსუბუქებას შეძლებთ.

ლიმფედემას დიაგნოზის დროს ქირურგიული ჩარევის საჭიროებისას შესაძლოა ჩატარდეს შემდეგი ოპერაცია:

  •  ლიმფური კვანძის გადანერგვა;
  •  დრენაჟისთვის ახალი კურსის მოძებნა. პროცედურის დროს იქმნება ახალი კავშირი ლიმფურ ქსელსა და სისხლძარღვებს შორის;
  •  ფიბროზული ქსოვილის ამოკვეთა.

გაითვალისწინეთ, მკურნალობის გარეშე დაავადება სწრაფად პროგრესირებს, შეშუპება მწვავდება, კიდურის ფუნქცია იზღუდება, პაციენტის ცხოვრების ხარისხი ქვეითდება, სქელდება კანქვეშა ქსოვილები, ყალიბდება კიდურის შეუქცევადი დეფორმაცია. სწორედ ამიტომ პირველივე ნიშნებისთანავე მიმართეთ ექიმს, დროულად დაიწყეთ მდგომარეობის მართვა.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/lymphedema/diagnosis-
treatment/drc-20374687