ყველაზე ალერგიული პროდუქტები

ყველაზე ალერგიული პროდუქტები

კვებითი ალერგია გავრცელებული დიაგნოზია.

ფაქტია, საკვებისმიერი ალერგია აქვს ზრდასრულთა 5%-ს და ბავშვების 8%-ს - ალერგოლოგები ადასტურებენ, რომ კვებითი ალერგიით მოავადე პაციენტთა მაჩვენებელი იზრდება.

მოგეხსენებათ, ადამიანის ორგანიზმი ტოლერანტულია კვებითი ალერგენების მიმართ, თუმცა ტოლერანტობის დარღვევის დროს იმუნური სისტემა საკვების ცილას უცხო ნივთიერებად აღიქვამს, შესაბამისად, პრაქტიკულად უვნებელ პროდუქტთან ბრძოლას იწყებს. ამასთან, საკვებისმიერი ალერგიული რეაქცია შესაძლოა განპირობებული იყოს მისი კომპონენტების ტოქსიკური ზემოქმედებით.

კვებითი ალერგიის დროს საკვების უმცირესმა რაოდენობამაც კი შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, შესაბამისად, ალერგიის მქონე პირი უნდა მოერიდოს ორგანიზმისთვის მავნებელ პროდუქტს და გაითვალისწინოს მკურნალი ალერგოლოგის ყველა მითითება.

სიმპტომები

კვებითი ალერგიის კლინიკური გამოვლენა ძალიან მრავალფეროვანია და ორგანოთა, ორგანოთა სისტემების მთელ წყებას მოიცავს.

სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს საკვების მიღებიდან რამდენიმე წუთში ან საათის შემდეგ.

ვლინდება შემდეგი ნიშნები:

  •  ენის, სახის, პირის ღრუს შეშუპება;
  •  სუნთქვის გაძნელება;
  •  დაბალი არტერიული წნევა;
  •  ღებინება;
  •  დიარეა;
  •  ჭინჭრის ციება;
  •  გამონაყარი, რომელიც იწვევს ქავილს.

მწვავე კლინიკურ შემთხვევებში კვებითი ალერგიის დროს ყალიბდება ანაფილაქსია.

აღსანიშნავია, რომ ბევრ ადამიანს საკვების მიმართ აუტანლობა კვებით ალერგიაში ეშლება.

რამდენიმე ალერგიული პროდუქტი

რასაკვირველია, რეაქცია შესაძლოა გამოიწვიოს ნებისმიერმა საკვებმა, თუმცა ზოგიერთი პროდუქტი განსაკუთრებით ხშირად იწვევს ალერგიულ რეაქციას.

ეს საკვები და სასმელია:

  •  ძროხის რძე;
  •  კვერცხი;
  •  თხილეული;
  •  მიწისთხილი;
  •  მოლუსკი;
  •  ხორბალი;
  •  სოიო;
  •  თევზი.

წყარო:
https://www.healthline.com/nutrition/common-food-allergies