რატომ ვტირით ხახვის დაჭრის დროს?

რატომ ვტირით ხახვის დაჭრის დროს?

სამზარეულოში ეს შეგრძნება თითქმის ყველა ადამიანს გამოუცდია.

კერძის მომზადებისას ამ ინგრედიენტის გამო ისე ვტირით თითქოს ჰოლივუდის დრამას ვუყურებდეთ. და მაინც, რა იწვევს დისკომფორტს?

ხახვი არამდგრადი ქიმიკალებისგან შედგება - ქიმიკალი სახელწოდებით Propanethial S-oxide თვალის გაღიზიანებას იწვევს. იგი საცრემლე ჯირკვალს აღიზიანებს და შედეგად თვალები ცრემლით გვევსება.

ხახვის დაჭრის პროცესში პროდუქტში უჯრედები იხლიჩება. ჯაჭვური რეაქციის ფონზე ფერმენტი სახელწოდებით Allinase გამომუშავდება. აღნიშნული ფერმენტი თავის მხრივ იმ ქიმიკალებს წარმოქმნის, რომელიც მოლეკულებში იშლება. სწორედ ამ სურნელოვანი მოლეკულების გამო აქვს ხახვს სპეციფიკური გემო.

რეაქციაში ჩართული ზოგიერთი ქიმიკალი LF ფერმენტად გარდაიქმნება. როდესაც LF ფერმენტი რქოვანასთან კონტაქტში შედის, ნერვული დაბოლოება სიგნალს გზავნის ტვინთან და ორგანიზმი სწორედ ამ გზით იგებს გამღიზიანებელი ფაქტორის შესახებ. საბოლოო ჯამში სიგნალი ტვინიდან საცრემლე ჯირკვლისკენ იგზავნება - სწორედ ამ დროს მოგდით ცრემლები.

წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/318811