მიკრობებისგან და ბაქტერიებისგან თავდაცვის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი პირად ჰიგიენაზე ზრუნვაა.
როდესაც საგანს ეხებით გავიწყდებათ ნივთი როგორი დაბინძურებული შეიძლება იყოს.
თუ ხელებს საპნით არ იბანთ, მიკრობს ორგანიზმში შეჭრის საშუალებას აძლევთ.
მედიკოსები აცხადებენ, რომ პირადი ჰიგიენის სათანადოდ დაცვის შემთხვევაში მნიშვნელოვნად მცირდება დიარეას, რესპირატორული დაავადებების, თვალისა და კანის ინფექციების, გაციების, გრიპის განვითარების რისკი.
საპნით ხელების დაბანა განსაკუთრებით აუცილებელია სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებისთვის.
რაც შეეხება დროს - ხელების დასაბანად საჭიროა მინიმუმ 20 წამი. თუ წამების დათვლას ვერ ახერხებთ ცნობილი მელოდი "გილოცავ დაბადების დღეს" (Happy Birthday) ორჯერ იმღერეთ.
ხელების დაბანა აუცილებელია:
- საჯარო სივრცეში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნის შემდეგ;
- როდესაც შეეხებით მყარ ზედაპირებს (მაგალითად, მაგიდა, კარის სახელური და სხვა);
- ვიდრე სახეს შეეხებით (თვალები, ცხვირი, პირი);
- სადილის მომზადებამდე, მომზადების დროს და შემდეგ;
- როდესაც ჩვილს საფენს გამოუცვლით;
- საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ;
- შინაური ცხოველის მოვლის შემდეგ;
- დაცემინების, ცხვირის მოხოცვის თუ დახველების შემდეგ;
- დაავადებული ადამიანის მოვლამდე, მოვლის დროს და შემდეგ;
- ჭამის წინ და შემდეგ.
წყარო:
https://www.healthline.com/health/how-long-should-you-wash-your-hands