რატომ უნდა ისარგებლოთ კიბით - რომელ სართულზე  ცხოვრობთ?

რატომ უნდა ისარგებლოთ კიბით - რომელ სართულზე ცხოვრობთ?

ლიფტით ხშირად სარგებლობთ?

რასაკვირველია, სამუშაო დღის ბოლოს ლიფტით მგზავრობა სასიამოვნოა, თუმცა კიბის საფეხურებზე დახარჯული ენერგია ჯანმრთელობისთვის გაცილებით სასარგებლოა.

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ კიბეზე ასვლა და ჩამოსვლა ვარჯიშის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია.

კიბით სარგებლობისას ქვეითდება არტერიული წნევა, მკვრივდება ფეხის კუნთები.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ამ ტიპის ფიზიკური აქტივობის მეშვეობით, სავსებით შესაძლებელია მენოპაუზისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შემსუბუქება.

სირბილთან და სეირნობასთან შედარებით კიბეზე ფეხით ასვლის დროს გაცილებით მეტი კალორია იწვება, აქტიურდება მუცლის კუნთები, უკეთ ფუნქციონირებს ორგანოები.

5 მიზეზი თუ რატომ უნდა ისარგებლოთ კიბით:

  •  წონის დაკლების საშუალება გეძლევათ;
  •  უმჯობესდება გულის ჯანმრთელობის მდგომარეობა;
  •  ძლიერდება კუნთები;
  •  ორგანიზმი ენერგიას ითვისებს, ხდებით ამტანი;
  •  უმჯობესდება გუნება-განწყობილება.

წყარო:
https://www.firstpost.com/health/5-benefits-you-can-reap-from-climbing-stairs-every-
day-8133691.html