მუსიკის ფონზე ვარჯიში გაცილებით მარტივია

მუსიკის ფონზე ვარჯიში გაცილებით მარტივია

ვინც სპორტდარბაზში ვარჯიშობს აუცილებლად დაგვეთანხმება.

დიახ, მიბრძანდით ნებისმიერ სპორტდარბაზში და თავადაც ნახავთ, რომ სრულყოფილი ფიზიკური აქტივობის მთავარი დამხმარე საშუალებები წყლით სავსე ბოთლი, პირსახოცი, კომფორტული ფეხსაცმელი და ყურსასმენია.

ცნობილი ფაქტია, რომ მუსიკის ფონზე ფიზიკური დატვირთვა გაცილებით მარტივია და რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ვარჯიში უფრო სასიამოვნო.

რა ხდება ორგანიზმში, როდესაც ვარჯიშის დროს საყვარელ მუსიკას უსმენთ:

  •  უმჯობესდება გუნება-განწყობილება;
  •  ყურადღება გადაგაქვთ მელოდიაზე, შესაბამისად, ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ, ვარჯიშიც აღარ გეზარებათ;
  •  მცირდება დაღლილობა;
  •  რაც უფრო ენერგიულ მუსიკას უსმენთ, მით უფრო აქტიურდებით;
  •  ქვეითდება ტკივილის ხარისხი.

წყარო:
https://fitness-nation.net/2020/11/12/how-does-music-affect-your-workout/