რას ნიშნავს ჰორმონალური დისბალანსი?
რა ფუნქციას ასრულებს ჰორმონი?
ჰორმონი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა, რომელიც ენდოკრინულ ჯირკვლებში გამომუშავდება, სინთეზირდება და სისხლის მიმოქცევის სისტემის მეშვეობით, მთლიან სხეულში, უჯრედში, სისტემაში ვრცელდება.
ჰორმონები აკონტროლებს ორგანიზმში მიმდინარე თითქმის ყველა პროცესს და მათ შორის მეტაბოლიზმსა და რეპროდუქციულ სისტემას.
ჰორმონალური დისბალანსი ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც ორგანიზმში კონკრეტული ჰორმონების მაჩვენებელი ან რეკომენდებულზე მაღალია, ან მცირე. ნებისმიერ შემთხვევაში დისბალანსი და თუნდაც სულ პაწაწინა ცვლილებაც კი უარყოფითად აისახება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
გავრცელებული სიმპტომებია (როგორც ქალის, ისე მამაკაცის ორგანიზმში):
- წონის მატება;
- მხარს შორის ცხიმის ერთგვარი ამობურცული მასა;
- უეცარი წონის კლება, რომელსაც ვერაფერს უკავშირებთ;
- დაღლილობა;
- კუნთის სისუსტე და ტკივილი;
- აჩქარებული ან შენელებული პულსი;
- ოფლიანობა;
- მომატებული მგრძნობელობა სიცივეზე თუ სიცხეზე;
- კუჭის შეკრულობა ან უჩვეულოდ ხშირი დეფეკაცია;
- ხშირი შარდვა;
- გაძლიერებული წყურვილის გრძნობა;
- მომატებული მადა;
- დეპრესია;
- შფოთვა;
- გაღიზიანება;
- ბუნდოვანი მხედველობა;
- უნაყოფობა;
- გამომშრალი კანი;
- შეშუპებული სახე;
- იისფერი ან ვარდისფერი ლაქები კანზე.
ქალებში ჰორმონალური დისბალანსის ნიშნებია:
- ძლიერი მენსტრუალური სისხლდენა ან არარეგულარული ციკლი;
- ჭარბი თმა სახეზე (განსაკუთრებით ნიკაპზე) ან სხეულის სხვა არეში;
- აკნე სახეზე, გულმკერდზე, ზურგზე;
- თმის ცვენა;
- კანის გარკვეულ არეში სიმუქე;
- ვაგინალური სიმშრალე;
- ვაგინალური ატროფია;
- ტკივილი ინტიმური კავშირის დროს;
- ღამის ოფლიანობა;
- თავის ტკივილი.
მამაკაცებში ჰორმონალური დისბალანსის სიმპტომებია:
- გინეკომასტია (მკერდის ზრდა მამაკაცებში);
- ერექციული დისფუნქცია;
- კუნთის მასის დაკარგვა;
- ძვლის მასის დაკარგვა;
- კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
- ალები;
- წვერის ნორმალურად ზრდის პროცესი დაქვეითებულია.
წყარო:
https://www.healthline.com/health/hormonal-imbalance#Understanding-hormonal-
imbalance