თუ თქვენი დიაგნოზი მჟავა რეფლუქსია.
მჟავა რეფლუქსისთვის დამახასიათებელ დისკომფორტს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს ცხოვრების წესის ცვლილება.
რეკომენდებულია:
- შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა და სიმსუქნის შემთხვევაში შეძლებისდაგვარად დაიკელით ზედმეტი კილოგრამები;
- უარი თქვით თამბაქოზე;
- სავარაუდოდ, დაძინებისას გაწუხებთ გულძმარვა. სიმპტომებმა რომ არ შეგაწუხოთ ლოგინის თავი შემაღლებული უნდა იყოს;
- საკვების მიღების შემდეგ მაშინვე არ წახვიდეთ დასაძინებლად. ძილი რეკომენდებულია ბოლო კვებიდან 3-4 საათის შემდეგ;
- საკვები კარგად დაღეჭეთ;
- ნელა, მშვიდად იკვებეთ;
- მოერიდეთ ისეთ სასმელსა და საკვებს, რომელიც მჟავა რეფლუქსს იწვევს. რაციონიდან ამოიღეთ: პომიდვრის სოუსი, ალკოჰოლი, შოკოლადი, კოფეინი, პიტნა, ნიორი, ხახვი;
- არ ჩაიცვათ სამოსი, რომელიც მჭიდროდ ეკვრის წელის არეს.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/gerd/diagnosis-treatment/drc-
20361959