თავის ტკივილის პრევენციის მეთოდები - როგორ დავიცვათ  ბავშვის ჯანმრთელობა?

თავის ტკივილის პრევენციის მეთოდები - როგორ დავიცვათ ბავშვის ჯანმრთელობა?

რამდენიმე სასარგებლო რჩევა.

ბავშვებში თავის ტკივილი ხშირი ჩივილია და კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში სერიოზული, საშიში არ არის. თუმცა გარკვეული მეთოდებით დისკომფორტის თავიდან არიდება შესაძლებელია.

თუ თავის ტკივილის ხარისხი მწვავდება ან ქრონიკული ფორმისაა, აუცილებელია მიმართოთ ექიმს - პედიატრი დაადგენს გამომწვევ მიზეზს, შეარჩევს მკურნალობის მეთოდს.

პრევენციისთვის რეკომენდებულია:

  •  მშვიდი ძილი;
  •  ფიზიკური აქტივობა;
  •  ჯანსაღი კვების რაციონი;
  •  დღის განმავლობაში 8 ჭიქა წყალი;
  •  მაქსიმალურად შეზღუდეთ პატარა ადამიანის რაციონში კოფეინის შემცველი საკვები თუ სასმელი;
  •  შეძლებისდაგვარად შეამცირეთ სტრესის დონე, მოარიდეთ ბავშვი სტრესულ გარემოს;
  •  შფოთვისა თუ დეპრესიის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართეთ სპეციალისტს;
  •  ჩაინიშნეთ რის ფონზე და დღისა თუ ღამის რომელ მონაკვეთში გამოვლინდა თავის ტკივილი. ნებისმიერი შესაძლო გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირების შემდეგ შესაძლებლობა მოგეცემათ მომავალში ბავშვი მოარიდოთ რისკ-ფაქტორს, გამღიზიანებელს.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/headaches-in-children/symptoms-
causes/syc-20352099