რა იწვევს წვის შეგრძნებას?
როგორც წესი, წვის შეგრძნება ნერვის პრობლემებთანაა დაკავშირებული, თუმცა დისკომფორტი სავსებით შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ტრავმის, ინფექციისა თუ ავტოიმუნური დაავადებების გამოც.
წვის შეგრძნების გამომწვევი ზოგიერთი დაავადების სრული განკურნება შეუძლებელია, თუმცა გარკვეული მეთოდებით მდგომარეობის მართვა და პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელია.
როგორც უკვე მოგახსენეთ, კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში წვის შეგრძნებით მიმდინარე ტკივილი ნერვული სისტემის დაზიანების ან დისფუნქციის მანიშნებელია. აღნიშნული სისტემა მოიცავს ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და პერიფერიულ ნერვულ სისტემას.
წვის შეგრძნებას შესაძლოა იწვევდეს შემდეგი პათოლოგიები:
- ცენტრალური ტკივილის სინდრომი;
- კისრის სპონდილოზი;
- მალთაშუა დისკის თიაქარი;
- მონონევროპათია;
- გაფანტული სკლეროზი;
- ნევრალგია;
- პერიფერიული ნეიროპათია;
- რადიკულოპათია;
- კანისა და ქსოვილების მოყინვა;
- მწერის, ცხოველის თუ ქვეწარმავლის ნაკბენი;
- თავის ან კისრის მკვეთრი მოძრაობით გამოწვეული ტრავმა;
- ბერი-ბერი;
- ჰიპოპარათირეოზი;
- მეგალობლასტური ანემია;
- პერნიციოზული ანემია;
- ქრონიკული მჟავა რეფლუქსი;
- ჰერპესი;
- პერიფერიული ვასკულარული დაავადება;
- როზაცეა;
- სირსველი და სხვა.